პატარა ნაკადულებიდან იზრდება დიდი მდინარე –
პატარა ბავშვებისაგან–დიდი მამულის შვილები...

თქმულებები და ლეგენდები ჩვენი მხარისა...

თქმულებები და ლეგენდები ჩვენი მხარისა
  ხალხის უძველესი წარსული ხშირად რომანტიკულ ინტერესს იწვევს და               ლეგენდებით ივსებაძნელია მოიძებნოს ხალხირომლის წარმოშობისა და
შორეული წარსულის შესახებ შეთხზული არ იყოს ათასგვარი ზღაპარი და
ლეგენდაზოგჯერ ამ ლეგენდებში ისტორიული სინამდვილეა არეკლილიზოგჯერ
კი ისინი წმინდა წყლის ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენენ.
 უამრავი ლეგენდები,ზღაპრული ცნობები თქმულებები გვხვდება თეთრი წყაროს მიწაზეც.


 ყველაზე ძველი ლეგენდა ჩვენ მხარეზე  არის აღწერილი "ქართლის ცხოვრებაში".
 აი იგი:
"რვა გამოჩენილი, “ძლიერი  და სახელოვანი” შვილი ჰყოლია თარგამოსსჰაოს,ქართლოსბარდოსმოვაკანლეკჰეროსკავკასეგროსაი ამათ გაუყო
თავისი სამფლობელო თარგამოსმა და ყველა ისინი თავისთვის სამფლობელოში
დაასახლა.  მათგან მოდიანჰაოსიდან – სომხებიქართლოსიდან – ქართველები
(
ქართები), ბარდოსიდან - რანნიმოვაკნიდან - მოვაკნელნილეკიდან -ლეკებიჰეროსიდან - ჰერებიკავკასიიდან - კავკასიანნიხოლო ეგროსიდან მეგრელნი (ქც, I, 3-6).
 
წარმოიყვანნა შჳდნი იგი ჩრდილოთ კერძო და განუყვნნა ქუეყანანი
ღირსებისაებრ მათისა მისცა ქართლოსს და უჩინა საზღვარიაღმოსავლით
ჰერეთი და მდინარე ბერდუჯისი ბერდუჯიმდძეგამჩაის (ახლანდ.აზერბაიჯანის ტერიტორიაან შესაძლოა მდდებედას ძველი ქართული
სახელწოდება); დასავლით ზღუა პონტოსისამხრით მთარომელი მიჰყვების
ბერდუჯის მდინარის თავსადა მთარომელი მიჰყვების დასავლით კერძო,რომლისა წყალი გარდმოდის ჩრდილოთ კერძო და მიერთვის მტკუარსარომელ
მიჰყვების მთა შორის კლარჯეთსა და ტაოს ვიდრე ზღუამდისდა ჩრდილოთ
საზღვარი ღადომთა მცირერომელი გამოვლის შტოდ კავკასისაგან და
მოჰკიდავს წუერი დასასრულსა ღადოსარომელსა აწ ჰქჳან ლიხიდა ამათ
საზღვართა საშუალ მისცა ყოველი ქართლოსს.
ერთ –ერთი მარშრუტი ჩვენ ვიწყებთ ამ ლეგენდით.
 მარშრუტითეთრიწყარო – სამშვილდის ციხე – სიმაგრე სავსეა ლეგენდებითაქ აღწერილია ლეგენდა ციხის მშენებლობახეციხის ტოპონიმიკაზე (არის ორი ვარიანტი), თქმულება გამოგვაბულზერომელში ობოლი ბიჭის თხოვნით ღნერთმა 1000 ცხვარი გადაარჩინა უამინდობის დროს.
   სხვა თქმულება მოყვება საიდუმლო გვირაბზერომელიც ჩადიოდა მდინარე ხრამამდედა მტრის შესევის დროს – მეფეებს ჰქონდათ საშუალება დაიმალონ მდინარე ხრამის (ქციისგამოქვაბულებში.
 მეფეთა საყინულე
 
სოფელ პატარა კლდეისის ადგილზე XVIII საუკუნეში მდებარეობდა სოფელი
ხორხებირომელიც მოხსენიებულია ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში : "ხორხებს არს ქვაბი კლდისარომელი არს ზამთარ თბილ, ვითარცა აბანოდა ზაფხულს დის წყარონი კლდიდამმას წყაროს ჰყინავს და არს ყინული ფრიად წმიდა და მრავალიზიდვენ ზაფხულს მეფისათვის".
  
ხორხების ყინულოვანი მღვიმე დღესაც არსებობსიგი მდებარეობს ბედენის
პლატოს სამხრულ შვერილზემდკლდეისის წყლის ორ მდგენელს შორისლავური
ღვარის ქვიან ზედაპირში იხსნება ხვრელებირომელშიც ადამიანს შეუძლია
ჩაძრომახვრელები ლავაში გაჩენილა ტექტონიკური ან გრავიტაციული
პროცესების შედეგადერთ-ერთი მათგანი 12 სიღრმის მქონე საფეხურებიანი
ქვაბულიარომლის ფსკერზეც ზაფხულობით შეიძლება ბროლივით გამჭვირვალე
ყინულის ნახვაყინული სხვა ხვრელებშიც ჩნდებაადგილობრივი მოსახლეობის
თქმითყინული განსაკუთრებით უხვად წარმოიშვება ცხელ ზაფხულშივახუშტის
ეპოქასთან შედარებითამჟამად ყინული აქ ნაკლები რაოდენობით არისიქვე
შემონახულია დიდრონი ქვებით ტლანქად ნაგები გვირაბისებური სიღუე,რომელიცალბათსაიდუმლო სალოცავს წარმოადგენდა მტრის შემოსევების დროს.თქმულება გვიამბობსრომ ამ გვირაბებიდან მოჰქონდათ ყინული  მეფის თვის


 ხვარამზეთამთა და რუსუდანი
                 (ლეგენდა სამღერეთზე)



ამ სოფლის სახელთანაა დაკავშირებული მსოფლიო ფოლკლორში სწორუპოვარი ლეგენდაიყო ჩვენ მხარეში ერთი ლამაზი სოფელი ტყით და გორაკებით ირგლივ.
  ერთხელ მტერი მოულოდნელად შემოიჭრა სოფელს...
მათ ჯერ უნდა აეღოთ სამღერეთი და შემდეგ თბილისიქართული ჭარი არ იყო მომზადებული...
ამ დროს მთის ფერდობზე გამოჩნდა სამი დაისინი ქართულ კაბებში იყვნენ
გამოწყობილებიხელში ფანდურები ეკავათ და მღეროდნენნელ-ნელა
უახლოვდებოდნენ მტერსსისხლითა და რბევა - თარეშით დაღლილი მტრისთვის
ქართველი ქალების სილამაზე და ტკბილი ქართული სიმღერები იმდენად
მოსალოდნელი იყორომ გაოგნებული გაჩერდა მტერიგაშეშდა და გაოცებისგან
ერთმანეთს დაუწყო ყურება.
მაშინ სარდალმა იფიქრარომ გაჭირვების ჟამს მათ ომის ქალღმერთები
მოევლინა და მათი განადგურება სურდათბრძანარომ დები აეკაფათ.
მიუხედავად ბრძანებისა ვერც ერთმა მებრძოლმა ვერ გადადგა ეს ნაბიჯი,
ქალები უახლოვდებოდნენ დახოცილ ქართველებსღაპა-ღუპით ჩამოსდიოდათ
ცრემლები და თან მღეროდნენსარდალმა ხელახლა გასცა ბრძანებამათი
სიკვდილით დასჯის შესახებ და ჯარი უკან დააბრუნა.
დაბრუნებულ მტერსუკვე სამეფო ლაშქარი დახვდაგამწარებულმა ქართველებმა
ისე ამოწყვიტეს მტერი რომ ამბის მთხრობელიც კი არ გაუშვიათ უკან.
ეს გამაჯვება სამი დის დამსახურებაამათი სახელებია : ხვარამზეთამთა
და რუსუდანისწორედ მათ საპატივცემულოდ დაერქვა სამღერეთს სამღერეთი.
80-იან წლებში დაიწყეს მათი საფლავების ძებნა და 1986ეკლესიის ეზოში
ჩრდილოეთით ნახეს ქვარომელზეც გამოსახული იყო სამი ფიგურა და ამ სამ
ფიგურაზე ერთი გამწვდომი ფანდურითაღის თავზე ნახევარწრიულად ძველი
ქართული წარწერა მოჩანსეკითხება დასაწყისისამებაი ჰჭეთადა
ქრონიკონი 763 წელსსპეციალისტებმა დაადგინესრომ ერთ-ერთ ქვაზე ეწერა
სახელი ,,ხვარამზე“.
 
 სამება და დევი
(ლეგენდა)

სოფელ ჩხიკვთას სამხრეთ-დასავლეთით სამების მაღალი მთაამწვერვალზე
წაგრძელებული ფორმის პლატოა შექმნილიმთას სამხრეთისა და აღმოსავლეთის
მხრიდან შემოვლებული აქვს უზარმაზარი ლოდებით ნაგები გალავანი – ციკლოპიური კედელი. ადრე ამ ადგილს „გმირთ ნაკვეთი“ ეწოდებოდარომელთანაც დაკავშირებით ექვთიმე თაყაიშვილს შემდეგი ლეგენდა ჩაუწერიასამება და დევი დიდხანს კამათობდნენთუ ვისი სამფლობელო უნდა ყოფილიყო დიდი მწვერვალი.
 ბოლოსსამება დათანხმდა დაეტოვებინა მთის წვერი დევისათვისთუ იგი შეძლებდა ერთ ღამეში მამლის ყივილამდე შემოესაზღვრა მთის წვერი ზღუდითდევმა ამ სამუშაოს შესასრულებლად მოიხმარა თავისი დარომელიც დადგა მოპირდაპირე მაღალ მთაზე, „საწურბლეზე“, რომელიც მოფენილი იყო უზარმაზარი ქვი
ლოდებით და აქედან ესროდა ძმას ქვებსსამებამ რომ დაინახადევი
სამუშაოს კარგად ართმევდა თავსარ სურდა რა დაეკარგა ლამაზი მთის წვერი,მაღლა აისროლა წითელი ნაჭერირომელიც გადაიქცა მამლადმამალმა იყივლა,დევმა დამარცხებულად იგრძნო თავი და გაიქცაგაქცეულმაბირთვისის ციხეს
შეაფარა თავისამებამ ისარი ესროლა და ბირთვისის ციხის კედელს მიაჭედა.მისი კვალი თითქოს დღესაც არის ბირთვისში.


  ჩვენ, როცა ქვმნით მარშრუტებს, ყოველ მარშრუტზე გასვლაზე მოსახლეობთან ვურთიერთობთ – ვწერთ ფოლკლორულ მასალას  ძალიან ხშირად
Очень часто наши маршруты составляются благодаря легендампреданиямНа маршрутах мы всегда общаемся с местным населением, которые в фольклорном материале подают нам идеи для составления новых маршрутов



Комментариев нет:

Отправить комментарий